Flag 0Flag 1

ივნისი 19, 2026

ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

ღონისძიების პირველი დღე აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს, ხოლო მეორე დღე სრულად სტუდენტურ კვლევებსა და ინოვაციებს დაეთმო. კონფერენცია მოიცავდა მოწვეული მთავარი მომხსენებლების (keynote) გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და პარალელურ სესიებს. ალტე უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები იღებდნენ.

 

ღონისძიების მოწვეულ საერთაშორისო მომხსენებლებს შორის იყო ბარბარა კოელიო გაბრიელი - ავეიროს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის დეპარტამენტის ვიცე-დეკანი ინტერნაციონალიზაციის, ინოვაციებისა და ინკლუზიის მიმართულებით. მან, PROFFORMANCE+ და eee4SD პროექტების გამოცდილებისა და პრაქტიკული მიდგომების საფუძველზე, უმაღლეს განათლებაში სწავლების ხარისხისა და მდგრადი განვითარების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა 

 

პრეზენტაციები და დისკუსიები შეეხო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, ეკოლოგია, სოციალური სამართლიანობა და მდგრადი ეკონომიკა.

 

კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ინტერაქციული ვორკშოპი, სადაც სტუდენტებმა SDG მიზნებზე ორიენტირებული ინოვაციური იდეებისა და პროექტების განვითარებაზე იმუშავეს.

 

შეგახსენებთ, რომ ივლისში, ალტე უნივერსიტეტში „SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადის“ ლოკალური ეტაპი გაიმართება. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტისგან ფულად ჯილდოს მოიპოვებს და სექტემბერში, ფინალურ ეტაპზე, შვეიცარიაში საქართველოს სახელით წარდგება.

 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს კვლევის კულტურის განვითარებასა და საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართაალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართაალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა