მასწავლებელთა საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საბჭოს წევრებმა, პირველ სამუშაო შეხვედრაზე, საინტერესო იდეები განიხილეს. ღია კენჭისყრის შედეგად ის პროექტები შეირჩა, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მასწავლებლეთა საჭიროებებს. შემოდგომიდან კი უშუალოდ მათი განხორციელება დაიწყება.
საბჭო 18 აპრილს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს მასშტაბით სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა. ამ მისიის შესასრულებლად მრავალფეროვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
საბჭოს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 13 პედაგოგს აერთიანებს, სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს სწავლების თანამედროვე სტანდარტების გავრცელებაში, ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვაში, მედიაწიგნიერებაში, ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობასა და მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდაში.
ალტე უნივერსიტეტი განაგრძობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და იმედოვნებს, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
