Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 27, 2026

ალტე უნივერსიტეტში International Staff Week 2026 დაიწყო

27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და დარგის პროფესიონალებს მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან კოლეგები ლატვიიდან, ბულგარეთიდან, ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან და უზბეკეთიდან.

 

წლევანდელი პერსონალის საერთაშორისო კვირეულის თემაა „მონაცემებზე დაფუძნებული ინტერნაციონალიზაცია და ინოვაცია“, რომელიც უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე გზებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას ეხება.

 

კვირეულის პირველ სესიაზე მონაწილეებმა განიხილეს რეიტინგებისა და თვითშეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელობა ინსტიტუციურ განვითარებაში.

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ვორკშოპები და სამუშაო შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმსჯელონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმონ ერთობლივი პროექტები 

alte-universitetshi-international-staff-week-2026-daitsyoalte-universitetshi-international-staff-week-2026-daitsyoალტე უნივერსიტეტში International Staff Week 2026 დაიწყო