ალტე უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო. გთხოვთ, იხილოთ პროგრამების შესახებ ინფორმაცია.
30 იანვრის 12:00 საათიდან 8 თებერვლის - 18:00 საათამდე მობილობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ პორტალზე https://students.emis.ge/, სადაც უნივერსიტეტის ჩამონათვალში შეგიძლიათ აირჩიოთ ალტე უნივერსიტეტი და მიანიჭოთ პირველი პრიორიტეტი.
რეგისტრაციის პარალელურად გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი სასწავლო ბარათის ასლი/ფოტოასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და განცხადება. ელექტრონულ მისამართზე: mobility@alte.edu.ge
საბაკალავრო პროგრამა | 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე გამოყოფილი ადგილები | ფასი | კომენტარი |
| ბიზნესის ადმინისტრირება | 20 | 2250 | I-IV კურსი |
| ტურიზმი | 20 | 2250 | I-IV კურსი |
| სამართალი | 20 | 2250 | I-IV კურსი |
| კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) | 10 | 2950 | მხოლოდ I კურსის II სემესტრი |
| კომპიუტერული მეცნიერება (ქართულენოვანი) | 2 | 2250 | მხოლოდ I კურსის II სემესტრი |
| მეციდინა (ინგლისურენოვანი) | 20 | 4950 | I-IV კურსი |
| მედიცინა (ქართულენოვანი) | 20 | 2250 | მხოლოდ I კურსის II სემესტრი |
| ფსიქოლოგია | 20 | 2250 | მხოლოდ I კურსის II სემესტრი, II კურსის II სემესტრი და III კურსის II სემესტრი |
| სამართლის სამაგისტრო პროგრამა | 20 | 2900 | I-II კურსი |
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს.
