ალტე უნივერსიტეტსა და პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან საჯარო კვლევით უნივერსიტეტს - The University of Gdańsk შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობის მრავალ მიმართულებას, მათ შორის: სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების გაცვლით პროექტებში ჩართვას, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას, საზაფხულო სკოლებისა და ენის კურსების შემუშავებას, კვლევით პროექტების ორგანიზებას და სხვა.
The University of Gdańsk წარმოადგენს პოლონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე ძლიერ საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის კვლევითი საქმიანობით, ინოვაციური აკადემიური პროგრამებითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სისტემით.
