ალტე უნივერსიტეტსა და WSB უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის 2024 წლის 10 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს:
სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას;
სასწავლო და სამეცნიერო მასალების გაზიარებას;
ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებს;
საზაფხულო და ზამთრის სკოლების განხორციელებას;
ორმაგი ხარისხის პროგრამების განხორციელებას.
ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების კუთხით.
