ალტე უნივერსიტეტსა და Women in Tech Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის ფარგლებში Women In Tech Georgia-სთან ერთად დაიგეგმება ერთობილივი პროექტები და ღონისძიებები ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტებში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიუმჯობესონ ტექნიკური და პროფესიული უნარები.
Women in Tech საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2018 წელს, საფრანგეთში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ჩართულობას ტექ სფეროში და ამ გზით შეამციროს ტექნოლოგიის სფეროში არსებული გენდერული დისბალანსი.
