Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 15, 2024

ალტე უნივერსიტეტსა და SIAS უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტსა და  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის SIAS უნივერსიტეტს შორის 2024 წლის 15 ოქტომბერს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს:

 

  • სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას

  • სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას

  • ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და პუბლიკაციების განხორციელებას

  • ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და საზაფხულო/ზამთრის სკოლების ჩატარებას

  • სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრებისთვის საზღვარგარეთ სწავლას (მოკლევადიანი პროგრამები)

     

ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების კუთხით.