ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს რობოტიკის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში რობოტიკის ასოციაციასთან ერთად ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაიგეგმება საინფორმაციო შევხედრები, აქტიოვბები და ტექნოლოგიური ღონისძიებები. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა რობოტიკის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატები.
მემორანდუმის მიზანია აღნიშნული პროექტების გზით სტუდენტებმა შეძლონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და განიმტკიცონ კომპეტენცია.
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) 2024 წელს დაფუნძდა და აერთიანებს პროფესიონალებს, მკვლევარებს, რობოტიკით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით გატაცებულ ენთუზიასტებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართლებით ცნობადობის ამათლებას და გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა რობოტიკის დარგში.
