logo

სექტემბერი 05, 2025

ალტე უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან საინჟინრო სკოლას “EPITA” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან საინჟინრო სკოლას “EPITA” (École Pour l'Informatique et les Techniques Avancées) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.   

 

მემორანდუმის მიზანია აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

თანამშრომლობა მოიცავს:

  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში; 
  • ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით ვიზიტებსა და სტუდენტურ კლუბებს შორის თანამშრომლობას; 
  • ერთობლივ სამეცნიერო კვლევით პროექტებს; 
  • ინტერდისციპლინურ პროექტებს მონაცემთა მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით; 
  • ერთობლივი და/ან ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნასა და განვითარებას; 
  • საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებში ერთობლივ მონაწილეობას; 
  • ინდუსტრიასთან თანამშრომლობას ინოვაციური ეკოსისტემების მხარდასაჭერად. 

 

EPITA საფრანგეთში, პარშიზში მდებარეობს. ის განსაკუთრებით გამოირჩევა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, პროგრამული ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ დაწესებულებებთან, როგორიცაა École Polytechnique, და მისი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას თანამედროვე ინდუსტრიის წამყვან სექტორებში.

ალტე უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან საინჟინრო სკოლას “EPITA” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა