ალტე უნივერსიტეტსა და Roommate Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Roommate Georgia-ს პლატფორმა ბინის დაქირავებით დაინტერესებულ პირებს ეხმარება შესაბამისი ბინისა და ოთახის მეზობლების პოვნაში.
თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენს სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მსოფლიოს ქვეყნებიდან უფრო გავუადვილოთ საცხოვრებელი სივრცის მოძიების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპების მხარდაჭერა ალტე უნივერსიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა. ალტე უნივერსიტეტის ინოვიაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, არაერთ პროექტს ახორციელებს დამწყები სტარტაპების აღმოსაჩენად და განსავითარებლად. ვფიქრობთ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი წვლილის შეტანას შევძლებთ Roommate Georgia-ს, როგორც სტარტაპის განვითარებაში.