ალტე უნივერსიტეტსა და HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტები შეძლებენ გაწევრიანდნენ One Point-ის ტალანტების ბაზაში და გახდნენ პოტენციური კანდიდატები სხვადასხვა პერსპექტიულ სამუშაო პოზიციაზე.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შეხვედრების სერიის One Point Meet Ups ფარგლებში, გაიმართა პირველი ღონისძიება თემაზე – „AI და კარიერული განვითარება“.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები HR პროფესიონალებისგან, გაეცნენ თანამედროვე რეკრუტინგის ტენდენციებს და ისწავლეს, როგორ მოერგონ შრომის ბაზრის ცვლილებებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
