ალტე უნივერსიტეტსა და Nexia Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში არსებული პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას ითვალისწინებს. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და დააკვირდნენ სამართლებრივი პრაქტიკის ყოველდღიურ პროცესს, რაც მათი პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
Nexia გლობალური აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სხვადასხვა სფეროდან 700-ზე მეტ ბიზნესს უწევს მომსახურებას იურიდიული, საგადასახადო, აუდიტისა და სხვა მიმართულებით.
