ალტე უნივერსიტეტსა და MBS School of Business-ს (Montpellier Business School) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Montpellier Business School (MBS) ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ბიზნესის სკოლაა. MBS ახორციელებს ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და ციფრული ინოვაციების როგორც საბაკალავრო, ასევე - სამაგისტრო პროგრამებს და ის ფლობს სამ საერთაშორისო აკრედიტაციას: AACSB, EQUIS და AMBA.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს განათლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.
ამჟამად ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია და აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას განათლებისა და კვლევის სფეროში.
