Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 27, 2024

ალტე უნივერსიტეტსა და ლიტვის ბიზნეს კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტმა ლიტვის ბიზნეს კოლეჯთან (LBC) 2024 წლის 27 სექტემბერს ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორ ინსტიტუციას შორის მჭიდრო აკადემიური და კულტურული კავშირების დამყარებას.

 

თანამშრომლობის მიზნებია:

 

  • უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა
  • სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება
  • ქვეყნებს შორის კულტურული და აკადემიური ურთიერთგაცვლის გაძლიერება

     

თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია:

 

  • სტუდენტთა და პერსონალის მობილობა: გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
  • ერთობლივი კვლევითი პროექტები: თანამშრომლობა აქტუალურ სამეცნიერო და ბიზნეს საკითხებზე.
  • აკადემიური რესურსების გაზიარება: სასწავლო მასალების, პუბლიკაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა.
  • ერთობლივი ღონისძიებები: კონფერენციების, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზება.
  • საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება: ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და არსებული პროგრამების გაუმჯობესება.

     

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის. დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების შესახებ კი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.