ალტე უნივერსიტეტსა და კლაიპედას სახელმწიფო კოლეჯს (ლიეტუვა) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2024 წლის ოქტომბერში.
შეთანხმება ხელს შეუწყობს:
სასწავლო ვიზიტებს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ერთობლივ კვლევებს მედიცინის, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
კოლაბორაციული და ინტერდისციპლინარული პროექტებს ირგანიზებას.
ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნასა და განვითარებას.
საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და საზაფხულო სკოლების თანაორგანიზებას.
რესურსების გაზიარებას სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის.
სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების ხელშეწყობას ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების მეშვეობით.
ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების კუთხით.