Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 11, 2024

ალტე უნივერსიტეტსა და ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტმა ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

 

ჩანდიგარის უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით. ის 502 საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია, რაც უზრუნველყოფს გლობალური პერსპექტივის შეთავაზებას სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის სასწავლო სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით. ამასთანავე, ჩანდიგარის უნივერსიტეტი აერთიანებს სტუდენტებს 50 ქვეყნიდან და გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოთი.

 

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს: 

  • სტუდენტების მობილობის შესაძლებლობას; 
  • პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობას; 
  • ინფორმაციისა და რესურსების გაცვლას; 
  • ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას. 

 

ჩანდიგარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს და მისცემს საშუალებას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. 

ალტე უნივერსიტეტსა და ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა