ალტე უნივერსიტეტსა და Gordon College of Education-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Gordon College of Education 1953 ისრაელის ერთ-ერთ წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელიც ორიენტირებულია პედაგოგიური განათლების, ინკლუზიური სწავლების, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და საგანმანათლებლო კვლევების განვითარებაზე. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, კვლევისა და აკადემიური ინოვაციების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვა გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას ინსტიტუციებს შორის, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ალტე უნივერსიტეტის ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
