Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 04, 2023

ალტე უნივერსიტეტსა და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე „ალტე უნივერსიტეტში“ Forbes-ის კლუბი დაფუძნდა.

 

Forbes-ის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებისა და ვორკშოპების სერიას, რომელიც პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ახალგაზრდა ანტრეპრენერებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ტექ-ინოვატორებს, სხვა დარგებში აღიარებულ პროფესიონალებსა და „ალტეს“ სტუდენტებს გააერთიანებს.

 

თანამშრომლობის მიზანია, სხვადასხვა სფეროს წარმატებულმა ლიდერებმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

ალტე უნივერსიტეტსა და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა