ალტე უნივერსიტეტსა და ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2024 წლის 8 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა შემდეგ ძირითადი მიმართულებებს მოიცავს:
- ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტების განხორციელებას
- სასწავლო პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას
- საერთაშორისო შეხვედრების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზებას
სასწავლო მასალებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით საერთო სარგებლობას
ეს პარტნიორობა ჩვენი სტუდენტებისა და პერსონალისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიიღონ საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისგან.