ალტე უნივერსიტეტსა და AIESEC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
AIESEC საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კულტურათაშორის გაცვლით და მოხალისეობრივ პროგრამებში, განივითარონ ლიდერული პროფესიული უნარ-ჩვევები და გაიარონ პროფესიული სტაჟირებები. AIESEC საქართველო, ასევე, მასპინძლობს ლიდერობის კონფერენციებსა და უნარების განმავითარებელ ვორკშოპებს.
თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზოგადოებრივ პროექტებში და ექნებათ შესაძლებლობა, დააგროვონ რეალური გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე, განივითარებენ პრაქტიკულ უნარებსა და შექმნიან კონტაქტების ფართო წრეს.
