ალტე უნივერსიტეტსა და Accelera-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Accelera IT სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიაში, მიიღონ IT განათლება და პრაქტიკული გამოცდილება.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება ინოვაციური ვორკშოპები, Tech Talks, Tech Battles და სხვა აქტივობები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, რუსო სანაძე, რომლებმაც დამსწრე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისთვის მოეწყო სპეციალური ტექ-ვიქტორინა. ვიქტორინაში გამარჯვებულმა მონაწილეებმა Accelera-სგან ბრენდირებული საჩუქრები და სპეციალური პრიზები მიიღეს:
- საბა გვარამაძე - CompTIA-ს ოფიციალური ონლაინ კურსი
- თომა ჭოხნელიძე - კარიერული კონსულტაციის შესაძლებლობა IT სპეციალისტის მენტორობით
- დავით დობორჯგინიძე - Webmaster Starter Pack ( ერთ წლიანი უფასო დომენის ლიცენზია )

