Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 22, 2024

ალტე უნივერსიტეტმა თურქეთის უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

2024 წლის 22 და 24 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მარმარასადა İzmir Tınaztepe უნივერსიტეტებთან.

 

 

იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტი სარგებლობს თინაზთეფეს ჯანდაცვის ჯგუფის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული რესურსებით. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტის უნიკალური ჯანდაცვის მიმართულება, რომელიც სტუდენტებს უზრუნველყოფს პრაქტიკული სწავლის  შესაძლებლობებით  თურქეთის  ოთხ  კლინიკაში.  

 

უნივერსიტეტებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს: 

 

  • სტუდენტების,  აკადემიური   და   ადმინისტრაციული   პერსონალის   გაცვლას;  
  • ერთობლივ კვლევითი პროექტების განხორციელებას 

     

შესაბამისი პროგრამები: მედიცინა, სტომატოლოგია

 

 

 

მარმარას უნივერსიტეტი თურქეთში გამოირჩევა ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან და აქცენტს აკეთებს კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მრავალფუნქციური აკადემიური გარემოსა და გლობალური პარტნიორობების დახმარებით, უნივერსიტეტი სტუდენტებს უზრუნველყოფს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭირო უნარებითა და ცოდნით, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული და აკადემიური წარმატების მიღწევას. 

 

უნივერსიტეტებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს: 

 

  • სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას;  
  • სასწავლო და სამეცნიერო მასალების გაზიარებას;  
  • ერთობლივ კვლევითი პროექტების განხორციელებას 
  • ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობების და ღონისძებების განხორციელებას  

     

შესაბამისი პროგრამები: სამართალი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, მედიცინა, სტომატოლოგია

 

 

აღნიშნული თანამშრომლობები ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით. 

 

ტურიზმი

/
ალტე უნივერსიტეტმა თურქეთის უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა