ალტე უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია.
წელს ალტე უნივერსიტეტის რჩეული ცოტნე გვაჯაია - ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გახდა, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ანი ამირანაშვილმა, უნივერსიტეტის სახელით, ფულადი პრიზი გადასცა.
ცოტნეს პედაგოგიური პრაქტიკა ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, თანასწორობას, თანამშრომლობასა და ინოვაციას. მისი ინიციატივით სკოლაში STEAM და რობოტიკის კლუბები ჩამოყალიბდა. კლუბების წევრები 3D მოდელირებასა და პროგრამირებას სწავლობენ, ასევე - მუშაობენ პრაქტიკულ პროექტებზეც.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა. ვულოცავთ ცოტნეს, მაგდას და 2026 წლის ათეულის ყველა წევრს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში!
აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრებთან ერთად სხვა საგანმანათლებლო აქტივობებსა და ინიციატივებშიც არის ჩართული, მასპინძლობს ყოველწლიურ კონფერენციებს და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პედაგოგების მხარდაჭერას.
