Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 09, 2025

ალტე უნივერსიტეტმა, CoARA Boost პროექტის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ოფისის წარმომადგენელს, დაგმარა ვოიჩეკ ფუდალევსკას უმასპინძლა

ალტე უნივერსიტეტმა, CoARA Boost პროექტის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ოფისის წარმომადგენელს, დაგმარა ვოიჩეკ ფუდალევსკას უმასპინძლა. 

პროექტის “CoARA Boost” ერთ-ერთი ამოცანა ევროპულ უნივერსიტეტებში საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და ტრენდების ანალიზია. სწორედ ამიტომ, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ალტე უნივერსიტეტში მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის შეფასების პროცესისა და მისი მხარდამჭერი მექანიზმებს გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, კარგი პრაქტიკების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი გამოყენება გდანსკის უნივერსიტეტში რეფორმის დასაგეგმად.

CoARA-ს პრაქტიკები მკვლევართა სამართლიან და ღირებულებაზე დაფუძნებულ შეფასებას ემსახურება, რაც ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, დანერგოს თანამედროვე მიდგომები, გააუმჯობესოს პოზიციები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებსა და საგრანტო კონკურსებში.

გდანსკის უნივერსიტეტთან ოფიციალური შეხვედრა 10 სექტემბერს, EAIE 2025-ის ფარგლებში გაიმართება, სადაც გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შეთანხმება გაცვლითი პროგრამის შესახებ.

ალტე უნივერსიტეტმა, CoARA Boost პროექტის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ოფისის წარმომადგენელს, დაგმარა ვოიჩეკ ფუდალევსკას უმასპინძლა