თანამედროვე სამყარო სწრაფი ტემპით იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება პროფესიულ სფეროებზეც აისახება. ჩნდება ახალი მიმართულებები, იცვლება მუშაობის ტექნიკა და მეთოდოლოგია, ინერგება შრომის გადანაწილების ინოვაციური მექანიზმები, ტრანსფორმაციას განიცდის სამუშაო ეთიკა და თავად საქმის სპეციფიკაც. დინამიკური შრომის ბაზარი დასაქმებულებისგან ადაპტაციას მოითხოვს. იმისთვის, რომ ფეხი აუწყო მიმდინარე მოვლენებს, აითვისო სიახლეები და იყო კონკურენტუნარიანი, აუცილებლად უნდა იზრუნო პროფესიულ განვითარებაზე. ამისთვის იდეალური გარემო ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში დაგხვდებათ.
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 23-წლიანი გამოცდილების, სრულად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებელი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უახლეს სასწავლო მეთოდებს გთავაზობთ. ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო მოტივაციის წყაროა, რომ აღმოაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა.
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად ალტე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უწყვეტი განათლების ცენტრი, რომელიც არაფორმალური განათლების მისაღებად საუკეთესო შესაძლებლობაა. უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტი ფართო საზოგადოებისთვის/ბიზნესისთვის ქმნის უწყვეტი განათლების სერვისებს, როგორიცაა მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ტრენინგები, მოსამზადებელი/სასერტიფიკატო კურსები. რატომ უნდა აირჩიოთ ალტე უნივერსიტეტი პროფესიული განვითარებისთვის? - ამ კითხვაზე პასუხს ყველაზე უკეთ ჩვენი წარმომადგენელი გაგცემთ:
"ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში ჩვენ ვქმნით მაღალი სტანდარტის მქონე, ხარისხიან, სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება კერძო სექტორის უნიკალურ საჭიროებებს. პრაქტიკოსი ექსპერტების გამოცდილება, ინოვაციური მიდგომა და გამოყენებითი ცოდნა – ეს ყველაფერია, რაც შექმნის მტკიცე საფუძველს თქვენი წარმატებისთვის.
გვჯერა, რომ კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსის შექმნით, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას დავეხმარებით მიზნების დაჩქარებული ტემპით მიღწევაში.
უშუალოდ დარგის პრაქტიკოსი ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი კურსები კი, დამატებით ღირებულებას და ავთენტურობას მატებს თითოეულ კურსს.
ჩვენი სწავლება გამოყენებადი, ინოვაციური და ეფექტურია, რათა შექმნათ მტკიცე საფუძველი თქვენი წარმატებისთვის.
თქვენ გვიკვეთავთ, ჩვენ ვახორციელებთ!”
რა კურსების გავლა შეგიძლიათ უწყვეტი განათლების ცენტრში
უწყვეტი განათლების ცენტრში სხვადასხვა მიმართულებით შეგიძლიათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგები მორგებულია თანამედროვე გამოწვევებს და სრულად ესადაგება დღევანდელი ბაზრის მოთხოვნებს. თქვენზე მორგებული კურსების გავლის შემდეგ, შეძლებთ, გაეცნოთ სხვადასხვა სფეროში არსებულ ტენდენციებს, თანამედროვე მიდგომებს, განივითაროთ საჭირო უნარები და გახდეთ კიდევ უფრო კონკურენტული, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
- მენეჯმენტი/ლიდერობა და მართვა
მართვის კურსების ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი უნარები და შეისწავლოთ ლიდერობის ტექნიკები, რაც მენეჯმენტს გაგიმარტივებთ. კურსები შემდეგ თემებს ფარავს:
- როგორ ხდება გუნდის ეფექტური განვითარება;
- როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა;
- რას ნიშნავს იყო კრეატიული ლიდერი;
- როგორ ვიყოთ პროაქტიული მენეჯერები;
- როგორ შევქმნათ მოქნილი სამუშაო გარემო Agile-ის პრინციპებით;
- როგორ ვმართოთ სტრესი;
- რომელია პრობლემის გადაჭრის ეფექტური მეთოდები;
- რას გულისხმობს პროექტების მართვა
კურსები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც საქმიანობის პროცესში აწყდება მართვის გამოწვევებს და ამავდროულად პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიისწრაფვის.
- მარკეტინგი და გაყიდვები
მარკეტინგისა და გაყიდვების კურსები დაგეხმარებათ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესის სათანადოდ წარმართვაში. პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მხარეზე. კურსების ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მოქმედებს მომხმარებლის ფსიქოტიპი ყიდვის პროცესზე და როგორ შეუძლიათ, ეს ცოდნა გაყიდვების სტრატეგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
- ციფრული უნარები
ციფრული უნარების კურსების ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ გამოყენებას, როგორც სამუშაო პროცესში, ისე - ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- Excel-ის დახმარებით მონაცემების ეფექტურ მართვას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას;
- მონაცემთა ანალიზს SPSS-ში;
- მონაცემთა ანალიზს Power BI-ში;
- ეფექტური IT პროგრამების მენეჯმენტსა და კომუნიკაციას
კურსები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროს ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ მონაცემებთან და სჭირდებათ მათი ეფექტურად მართვა ან აინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და მისი ეფექტური გამოყენება.
- ინოვაციები და ანტრეპრენერობა
ინოვაციებისა და ანტრეპრენერობის კურსები განკუთვნილია მენეჯერებისთვის, ბიზნესის განვითარების სპეციალისტებისთვის, ახალი სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე პასუხისმგებელი და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც აინტერესებს ანტრეპრენერული აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მას ორგანიზაციულ გამოწვევების დაძლევაში, იდეების გენერირებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. კურსების ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:
- როგორ შეიძლება იდეის გადაქცევა მდგრად ბიზნეს მოდელად;
- როგორ უნდა შეფასდეს ბაზრის საჭიროებები;
როგორ გამოვიყენოთ ანტრეპრენერული ლოგიკა გადაწყვეტილებების მისაღებად
პროფესიული
უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსს, სადაც შეძლებთ უცხო ენის პროფესიულ დონეზე შესწავლას, საქმიანი კომუნიკაციის დამყარებასა და ყოველდღიური დიალოგების წარმართვას.
ფინანსები და ინვესტიციები
თუ ყოველდღიურ საქმიანობაში ფინანსური მონაცემების გაგება და ანალიზი გჭირდებათ, ფინანსებისა და ინვესტიციების კურსები დაგეხმარებათ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნესის უკეთ გაგებაში და ფინანსურ გუნდებთან ეფექტურ კომუნიკაციაში. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ ძირითადი ფინანსური უწყისები და მათი აგების პრინციპები, შეძლებენ ფინანსური უწყისებისა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზის საფუძველზე შეაფასონ ორგანიზაციის მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კურსი, რომელიც ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
რატომ უნდა აირჩიოთ ალტე უნივერსიტეტი?
ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობთ. თუკი კვალიფიკაციის ამაღლება გჭირდებათ, აქ შეგიძლიათ გაიაროთ სასერტიფიკატო კურსი, რომელიც პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებსაც დასაქმებულების გადამზადებაში ვუწევთ კოორდინაციას. ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი გაქვთ და გსურთ, სამუშაო გუნდს კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროთ, ალტე უნივერსიტეტის ტრენინგები ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
შეჯამება
იმისთვის, რომ თქვენს დარგში წამყვანი სპეციალისტის ადგილი შეინარჩუნოთ, აუცილებელია, მუდმივად იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე. ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი შესაძლებლობას გაძლევთ, განივითაროთ უნარ-ჩვევები სხვადასხვა მიმართულებით, გაეცნოთ სხვადასხვა სფეროში არსებულ ტენდენციებსა და თანამედროვე მიდგომებს, გახდეთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ჩვენ გთავაზობთ სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი სასწავლო მეთოდებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს. ასე რომ, თუ მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და ცოდნის გასაღრმავებლად, თვალი გადაავლეთ ჩვენს კურსებს, იპოვეთ თქვენზე მორგებული პროგრამები და განაგრძეთ განვითარება.