Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 18, 2024

ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო კონფერენციაზე

ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თორნიკე ბაქაქურმა, მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - ,,ინკლუზიური უმაღლესი განათლება და მიკროკრედიტები''.

 

ორი დღის განმავლობაში კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა აღნიშნული თემის ირგვლივ წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და გამართეს პანელური დისკუსიები. ალტეს წარმომადგენელმა, საჯარო და კერძო სექტორში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე ,,სოციალური განზომილების გათვალისწინების კარგი პრაქტიკები''

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბულგარეთის ეროვნული შეფასებისა და აკრედიტაციის სააგენტო და, რუმინეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო

 

კონფერენციას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ბულგარეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლები. 

 

ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო კონფერენციაზე