Flag 0Flag 1
logo

აპრილი 28, 2026

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი გორის ქარის ელექტროსადგურში

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ გორის ქარის ელექტროსადგურს.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს ადგილზე შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლები:  სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ღამბაშიძე და საოპერაციო მენეჯერი, დავით ჯოგიაშვილი.

 

შეხვედრისას მონაწილეებმა დაათვალიერეს სადგურის ინფრასტრუქტურა და დეტალურად გაეცნენ მისი ფუნქციონირების როგორც ტექნიკურ, ისე ოპერაციულ ასპექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტროენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმებისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

alte-universitetis-studentebis-sastsavlo-viziti-goris-qaris-eleqtrosadgurshialte-universitetis-studentebis-sastsavlo-viziti-goris-qaris-eleqtrosadgurshiალტე უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი გორის ქარის ელექტროსადგურში