Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

დეკემბერი 27, 2024

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა. 

 

ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA), რომელიც 1995 წელს ლუვენში დაარსდა,  150-ზე მეტ წევრს აერთიანებს მსოფლიოს 49 ქვეყნიდან. ის წარმოადგენს უნიკალურ საერთაშორისო ფორუმს, რომელიც სამართლებრივი განათლებისა და კვლევების მიმართულებით აკადემიური და პროფესიული დისკუსიების წამყვანი პლატფორმაა.

 

ELFA-ს ძირითადი მისიაა:

 

  • სამართლის მიმართულებით განათლების სტანდარტების გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების სისტემების შედარებადობის და სხვა ქვეყნებში მიღებული განათლების აღიარების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის მხარდაჭერა;
  • ციფრული განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.

 

ELFA-ს წევრობა ალტე უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს:

 

  • მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციებში, პლენარულ სხდომებში, ვორქშოფებსა და დისკუსიებში;
  • ჩაერთოს გლობალურ ინიციატივებში სამართლებრივი განათლების გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით;
  • გაცვალოს ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

     

სამართლებრივი განათლების გაძლიერება და გლობალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ELFA-ს ცენტრალური ამოცანებია, რაც ხელს უწყობს წევრი უნივერსიტეტების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათი პოზიციების გამყარებას.

 

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა