Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 22, 2026

ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები NEXIA Georgia-ს ეწვივნენ

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Nexia Georgia-ს ინიციატივით, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ექსკლუზიური გასვლითი ვიზიტი მოეწყო.

 

ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში, მომავალი იურისტები დეტალურად გაეცნენ Nexia Georgia-ს საქმიანობის სპეციფიკას, შიდა საოპერაციო პროცესებსა და იმ პრაქტიკულ შესაძლებლობებს, რომლებსაც კომპანია მათ სთავაზობს.

 

სტუდენტებმა წამყვანი პროფესიონალებისგან მიიღეს უმნიშვნელოვანესი რჩევები, რომლებიც ეხებოდა:

  •  კარიერის სწორად დაგეგმვასა და მართვას;
  •  თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
  •  პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.

 

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს კომპანიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

 

alte-universitetis-samartlis-skolis-studentebi-nexia-georgia-s-etsvivnenalte-universitetis-samartlis-skolis-studentebi-nexia-georgia-s-etsvivnenალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები NEXIA Georgia-ს ეწვივნენ