ალტე უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას სამაგისტრო პროგრამებზე იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო შესაძლებლობებსა და კარიერულ წინსვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ თანამედროვე აკადემიური გარემოთი, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებითა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერი რესურსებით.
პროგრამის უპირატესობები:
- პრაქტიკოსი ლექტორებისგან მიღებული თანამედროვე და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა;
- ძლიერი პროფესიული და საქმიანი კონტაქტების ქსელი;
- ინდივიდუალური მენტორინგის სესიები დარგის პროფესიონალებთან;
- კარიერული განვითარების და დასაქმების მხარდაჭერა უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის ქსელის მეშვეობით;
- საერთაშორისო გამოცდილებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.
მიღების ეტაპები:
- ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება
- გასაუბრება
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის ღირებულება: 2 900 ₾
გასაუბრება: 31 აგვისტო - 11 სექტემბერი
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის ღირებულება: 2 900 ₾
გასაუბრება: 27 აგვისტო - 11 სექტემბერი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
კარგი კონტაქტებით მეტი #შეგიძლია!

