Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ოქტომბერი 15, 2024

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე და პარტნიორთა კრების წევრი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას დაეწრნენ. აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში, წელს კი,  მას ჩინეთმა უმასპინძლა.

 

15 ოქტომბერს, კონფერენციაზე, ალტე უნივერსიტეტსა და SIAS უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების მიმართილებით.

 

აღნიშნული კონფერენცია პირველად 1965 წელს ჩატარდა და მას შემდეგ განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას უმაღლესი განათლების გაუმჯობესების პროცესში. თითოეული ასეთი ღონისძიება ფოკუსირებულია კონკრეტულ თემაზე და მის მონაწილეებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ განიხილონ ის გამოწვევები თუ ცვლილებები, რომელსაც უმაღლესი განათლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყდება. 

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას დაესწრო