Flag 0Flag 1

ივლისი 15, 2026

ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - მურო თაკალანძე, ჟენევაში გამართულ საერთაშორისო სამიტს დაესწრო

ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - მურო თაკალანძე, ჟენევაში გამართულ საერთაშორისო სამიტს, AI for Good Global Summit-ს დაესწრო.


AI for Good Global Summit მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც International Telecommunication Union-ისა და გაეროს (United Nations) სააგენტოების პარტნიორობით ტარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის (IVLP) ფარგლებში, სამიტზე საკუთარი ისტორიის წარსადგენად მხოლოდ 3 ადამიანი შეირჩა - მათ შორის ერთ-ერთი მურო თაკალანძე იყო, რომელიც AI for Global Summit-ის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პავილიონში იმყოფებოდა.


სამიტის მსვლელობისას მურომ საერთაშორისო საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები გააცნო. ის შეხვდა დარგის წამყვან ექსპერტებს, რომლებიც განათლების სფეროში AI-ს დანერგვაზე მუშაობენ და მათთან ერთად განიხილა სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას.


ვულოცავთ მუროს ამ წარმატებულ ვიზიტს და წარმატებებს ვუსურვებთ მის შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.
 

alte-universitetis-motsveuli-leqtori-muro-takalandze-zhenevashi-gamartul-saertashoriso-samits-daestsro