Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივლისი 09, 2026

ალტე უნივერსიტეტის მხარდამჭერით მეგალაბის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

მეგალაბის ორგანიზებითა და ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ლაბორატორიული მეთოდები რეპროდუქტოლოგიაში: კვლევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.


კონფერენციას 130-ზე მეტი ექსპერტი, მკვლევარი და ლაბორატორიის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ალტე უნივერსიტეტის კვლევების მხარდაჭერისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი - ლანა დავითულიანი და ვიცე პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევების მიმართულებით - ირმა გრძელიძე.


კონფერენციაზე ირმა გრძელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში - ადამიანური კაპიტალის განვითარება, სამეცნიერო კვლევების გაძლიერება და ინოვაციების ხელშეწყობა“.


ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან სამედიცინო კვლევებს უდიდესი როლი აქვს დაავადებათა დროულ იდენტიფიცირებაში, სწორი დიაგნოზის დასმასა და ეფექტურ მკურნალობაში. მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კვლევაზე დაფუძნებული, მომავლის მედიცინის განვითარებას.

alte-universitetis-mkhardamcherit-megalabis-sametsniero-konferentsia-gaimartaalte-universitetis-mkhardamcherit-megalabis-sametsniero-konferentsia-gaimarta