ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებმა: Ayushi Mittal, Mahak Goyal, Akshat Dixit წარმატებით ჩააბარეს FMGE გამოცდა.
FMGE სამედიცინო ლიცენზირების გამოცდაა, რომელსაც ინდოეთში გამოცდების ეროვნული საბჭო ატარებს. ტესტი ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სამედიცინო ხარისხი თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღეს. ინდოეთში პრაქტიკების გავლისთვის ამ გამოცდის ჩაბარება აუცილებელია.
აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა და მისი თანამედროვე სწავლების მეთოდები ამ სფეროში არსებულ მაღალ სტანდარტებს პასუხობს.