Flag 0Flag 1
logo

ივლისი 23, 2023

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ქართულენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ახალმა ქართულენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით მოიპოვა.

რა უპირატესებობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?

 - Evex ჰოსპიტლების გრანტის მიღების შესაძლებლობას - TOP 5 აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლების სრული პირველი წელი;

- Evex ჰოსპიტლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე, კლინიკური პრაქტიკის გავლის უნიკალურ შესაძლებლობას;

- სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს - საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას (პროგრამა 4 ფაზად არის წარმოდგენილი: საბაზისო, პრეკლინიკური, კლინიკური, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა);

- პრაქტიკულ სწავლებას ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო ლაბორატორიებში: OSCE Center, საბაზისო-კლინიკური უნარების ლაბორატორია, სიმულაციური კლინიკა და სხვა;

- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;

- პრაქტიკის გავლას როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში, ასევე სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;

- პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს;

- United State Medical Licensing Examination (USMLE) - ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;

- ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.


 

პროგრამის კოდი: 0850104

მისაღები ადგილების რაოდენობა: 90 წლიური

საფასური: 2 950 ლარი

დაინტერესებულ აბიტურიენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მედიცინის ქართულენოვანი პროგრამა საგამოცდო ცენტრის ბაზაშიც დაამატონ -https://shorturl.at/fiqKS

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://alte.edu.ge/ka/program/meditsina-qartulenovani

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ქართულენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა