Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

აგვისტო 11, 2026

ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას იტალიაში აგრძელებს

ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თედო ჩაკვეტაძე, სწავლას იტალიაში - University of Bologna-ში აგრძელებს!


თედო ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულია. სწავლის პარალელურად, თედო აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო სტაჟირებაში, რამაც მას მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა.
 

 „ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში გავლილმა სტაჟირებამ მომცა შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამომეყენებინა მიღებული ცოდნა და დამეგროვებინა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. სწორედ ასეთ გარემოში მიღებული განათლება დამეხმარა საერთაშორისო წარმატების მიღწევაში იმ აკადემიურ გზაზე, რომელსაც დღეს ბოლონიის უნივერსიტეტში ვაგრძელებ.
 

სტუდენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა - ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო პროექტებსა და სტაჟირებებში, რადგან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული განვითარება და მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენება.“
 

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს თედოს ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების დაპყრობას საერთაშორისო ასპარეზზე!

alte-universitetis-kursdamtavrebuli-stsavlas-italiashi-agrdzelebs