Flag 0Flag 1
logo

მარტი 30, 2023

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა პოლ უილიამსის წიგნს - Security Studies: An Introduction (3rd Edition) თარგმნის

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, უზრუნველყოფს ცნობილი ამერიკელი ავტორის, პოლ უილიამსის წიგნის - Security Studies: An Introduction (3rd Edition) თარგმნას ქართულ ენაზე. 

ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსი ყოველწლიურად აშშ-ს საელჩოს მიერ ცხადდება და მისი მიზანია, ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.

პოლ უილიამსი არის ცნობილი ექსპერტი უსაფრთხოების კვლევების კუთხით. ხოლო მისი ეს სახელმძღვანელო ეხება უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სამეცნიერო ლიტერატურა ძალიან მცირე რაოდენობით არის ხელმისაწვდომი.