ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი ლიკა მერაბიშვილი და მოწვეული ლექტორი ვებ დეველოპმენტის მიმართულებით ელენე სოხაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს EKA University of Applied Sciences-ის მიერ რიგაში ორგანიზებულ Staff Week-ში.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა.
Staff Week-ის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და თემატური ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის საქმიანობას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო ტექნიკურ და მატერიალურ ბაზას.
აკადემიური პერსონალის მიერ მიღებული საერთაშორისო გამოცდილება და დამყარებული ახალი პროფესიული კავშირები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და სტუდენტებისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას.
