Flag 0Flag 1
logo

აპრილი 27, 2026

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი Erasmus+ (STT) მობილობის ფარგლებში, University of Gdańsk-ს ეწვია

ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, Erasmus+ (STT) მობილობის ფარგლებში, University of Gdańsk ეწვია. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულში, თემაზე -  „AI & Digital Transformation in Higher Education“.

 

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ:

  • ხათუნა ელბაქიძე - ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • გიგა კიკორია - ბიზნესის სკოლის პროფესორი;
  • მარიამ დალაქიშვილი - მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი, ლექტორი;
  • ლაშა მაჭარაშვილი - შეფასებების სამსახურის ხელმძღვანელი.

 

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე სწავლების, კვლევისა და აკადემიური სერვისების პროცესებზე. ექსპერტებთან ერთად გამართულ ვორკშოპებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებს.

 

ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

alte-universitetis-akademiuri-da-administratsiuli-personali-erasmus-stt-mobilobis-farglebshi-university-of-gdansk-s-etsviaalte-universitetis-akademiuri-da-administratsiuli-personali-erasmus-stt-mobilobis-farglebshi-university-of-gdansk-s-etsvia