ალტე უნივერსიტეტის 7 სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ერასმუსის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში, ჩეხეთის ქალაქ ტურნოვში.
ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს, ვორქშოებებს, გუნდის მშენებლობის სავარჯიშოებს და აქტივობებს ღია ცის ქვეშ. მისი მიზანია ინტერკულტურული ფასეულობების გაცნობა, კულტურათაშორისი ურთიერთობის კომპეტენციის ხელშეწყობა, ლიდერული უნარებისა და მონაწილეების კომპეტენციის განვითარება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის 4 სტუდენტი - ნიკა ქუხილავა (ჟურნალისტიკის I კურსი), მეგი კანდელაკი (ინგლისური ფილოლოგიის III კურსი);
- ბიზნესის სკოლის 3 სტუდენტი - მედეა ცაიშვილი (ბიზნეს ადმინისტრირების I კურსი), მეგი ცაიშვილი (ბიზნესის ადმინისტრირება) ნიკოლოზ მოისწრაფიშვილი (ტურიზმის III კურსი), მარიამ გუჯაბიძე (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის I კურსი);
- სამართლის სკოლის 1 სტუდენტი - თეკლა დოლიძე (სამართლის III კურსი);
