ალტე უნივერსიტეტი UN Sustainable Development Solutions Network (SDSN)-ის ოფიციალური წევრია!
აღნიშნული გაერთიანება, გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით, 2012 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევასა და პარიზის შეთანხმების განხორციელებას. SDSN აერთიანებს 2000-ზე მეტ უნივერსიტეტსა და კვლევით ცენტრს.
ეს ნაბიჯი ალტე უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს მონაწილეობა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლებისა და კვლევის განვითარებას და ჩაერთოს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც პასუხობს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამატებით ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ფართო საერთაშორისო გამოცდილება და ითანამშრომლონ წამყვან მეცნიერებთან და კვლევით ცენტრებთან.

