Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 09, 2025

ალტე უნივერსიტეტი UI GreenMetric World University Rankings-ს შეუერთდა

ალტე უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც წელს UI GreenMetric World University Rankings-ს შეუერთდა და სარეიტინგო სისტემაშია წარმოდგენილი!


UI GreenMetric აერთიანებს ათასობით უნივერსიტეტს მსოფლიოს გარშემო და აფასებს მათ კამპუსსა და საქმიანობას გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობის მიხედვით.


UI GreenMetric-ში მონაწილეობამ ალტე უნივერსიტეტს მისცა შესაძლებლობა, შეაფასოს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განსაზღვროს მომდევნო წლების პრიორიტეტები „მწვანე კამპუსის“ შექმნის პროცესში. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ ფოკუსს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მდგრად განვითარებაზე.


აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს თანამშრომლობას საერთაშორისო ქსელთან, სადაც უნივერსიტეტები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს მდგრადი განვითარების მიმართულებით.


ალტე უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო სარეიტინგო სისტემებში.

ალტე უნივერსიტეტი UI GreenMetric World University Rankings-ს შეუერთდა