წელს პირველად ალტე უნივერსიტეტი Touch Summit 2025-ის - რეგიონის ყველაზე მასშტაბური TECH კონფერენციის Community პარტნიორია!
Touch Summit 25 აერთიანებს სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს, ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ იდეებს შეუძლიათ რეალობის გარდაქმნა და რომლებიც ქმნიან ცვლილებებს კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
წლევანდელი Touch Summit-ის თემაა - SPARKLE THE CHANGE. სამიტის სპიკერებს შორის წელს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი და საქართველოს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით კიკვიძეც იქნება.
ღონისძიება 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს უმასპინძლებს ტექნოლოგიების, ინოვაციების, დიზაინისა და ბიზნესის სფეროებიდან, მათ შორის:
- Andy Childs - Head of Strategy & Growth, Meta
- Azahara Corrales - AI Consultant & Digital Transformation Leader
- Arnaud Collery - CEO, Humanava.com
- Jonas Lempa - Managing Director, Future & Innovation, Taikonauten
- Anastasia Kim - Creative Lead, Google MENA
- Jaïr Halevi - Head of Startups & Head of Culture, Miro & Pygma
- Nicklas Bergman - Founder / Advisor, Intergalactic Industries / EIC Fund
- Alex Brunori - VP of Brand and Brand Experience, G42
- Gevorg Ghalachyan - Data Analyst, NVIDIA
- Timmy Ghiurau - Co-founder, Midbrain / The Point Labs
- Mauro Mazzei - Global Head of Creative Technology, LePub
- Emil Abirascid - Founder, Startupbusiness.it
ღონისძიება გაიმართება 5-6 დეკემბერს.
- ვრცლად: https://touch.ge/touch25
- ბილეთებისთვის: touch.ge/touch25/get-pass
