„ტექნოვეიშენ გოგონები“ - საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც 13-18 წლის გოგოებს ტექმეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება.
პროექტი 2022 წლის იანვრიდან დაიწყო და 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გოგოებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან ისწავლეს კოდირება, მეწარმეობა და გუნდური მუშაობა.
13-14 მაისს პროექტის ფინალისტი 20 გუნდი შეიკრიბა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში. ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრასნფორმაციის ცენტრის დირექტორმა ნანა დიხამინჯიამ ალტე უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა პროექტის გამარჯვებული 6 გუნდი. ამათგან, 3 გუნდს (უფროსკლასელ 14 გოგონას) გადასცა სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.
