ალტე უნივერსიტეტი წელსაც, ტრადიციულად, მხარს უჭერს საქართველოს ტრენერთა ასოციაციის პროექტს - „ტრენერთა აკადემიას“ (TOT), რომელიც მე-5 ნაკადზე მიღებას აცხადებს.
პარტნიორობის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის პერსონალიდან შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, კურსი სრული დაფინანსებით გაიაროს და პროფესიული კომპეტენციები განივითაროს.
6-კვირიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:
- სატრენინგო პროგრამების დიზაინი და დაგეგმვა;
- ჯგუფის დინამიკის მართვა და ფასილიტაცია;
- აუდიტორიის ჩართულობა და მოტივირება.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ მოდელირებას, ინდივიდუალურ ონლაინ მენტორინგსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამას გაუძღვებიან დარგის წამყვანი ექსპერტები: თორნიკე გურული, ქეთი ჟვანია-ტაისონი, პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ლალი ბადრიძე, ეკა ფრუიძე, ეკატერინე გოგელაშვილი და თამარ კანაშვილი.
- 14 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
- ალტე უნივერსიტეტი (უნივერსიტეტის ქუჩა #2)
- ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
