Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 28, 2025

ალტე უნივერსიტეტი SAP University Alliances Program-ის ასოცირებული წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტი SAP University Alliances Program-ის ასოცირებული წევრი გახდა.


SAP University Alliances მსოფლიოს მასშტაბით ათასობით უნივერსიტეტს აერთიანებს. ასოციაცია მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამის ციფრულ, ანალიტიკურ და მენეჯერულ უნარებს 


აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ექნებათ წვდომა SAP-ის უახლეს სასწავლო რესურსებზე და საგანმანათლებლო პლატფორმებზე, მათ შორის SAP Academic Education Material-ზე.


თანამშრომლობის მიზანია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფა.


ალტე უნივერსიტეტისთვის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციისა და ინოვაციური სწავლების განვითარების გზაზე.

ალტე უნივერსიტეტი SAP University Alliances Program-ის ასოცირებული წევრი გახდა