Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 29, 2026

ალტე უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა!

ალტე უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა!

 

EFMD Global-ის წევრობა ადასტურებს, რომ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში განხორციელებული სწავლება საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს შეესაბამება. ორგანიზაციის შეფასებით, უნივერსიტეტის უნიკალური პროფილი, აკადემიური გამოცდილება და განვითარების ხედვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს EFMD-ის გლობალური პროფესიული ქსელის გაძლიერებაში.

 

EFMD Global (European Foundation for Management Development) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა მენეჯმენტის სფეროში. ორგანიზაცია 1972 წელს ქ. ბრიუსელში (ბელგია) დაარსდა და დღეს თითქმის 1 000 უნივერსიტეტს, ბიზნეს სკოლას, კომპანიასა და სხვა ორგანიზაციას 95 ქვეყნიდან აერთიანებს, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებასა და მენეჯმენტის განათლების ხარისხის განვითარებას.

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა EFMD-ის წევრ ბიზნეს სკოლებთან ერთად იმუშავებს ერთობლივი და ორმაგი ხარისხის აკადემიური პროგრამების განვითარებაზე. ამასთან ერთად, ალტე უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება EFMD-ის საერთაშორისო ღონისძიებებში, პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში.

ბიზნესი

/
alte-universiteti-pirveli-qartuli-universitetia-romelits-efmd-global-is-asotsirebuli-tsevri-gakhda