ალტე უნივერსიტეტი, StrategEast-თან კოლაბორაციით, Oracle Academy-ის პარტნიორი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს გლობალური სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის. პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიურ პროცესში ჩართული პირები შეძლებენ, შეიძინონ ღირებული, ინდუსტრიასთან შესაბამისი ცოდნა და უნარები, რაც მათ კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის გლობალურ სამუშაო ბაზარზე.
პროგრამა ხელს უწყობს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას და ინოვაციურობისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Oracle აკადემია ალტე უნივერსიტეტს უზრუნველყოფს სრულყოფილი აკადემიური კურიკულუმით ტექნოლოგიების მიმართულებით, სთავაზობს სასწავლო გეგმას, cloud-ის სივრცეს, პროგრამულ უზრუნველყოფას, პროფესიულ განვითარებას, Oracle-ის პროგრამულ უზრუნველყოფას სასწავლო და არაკომერციული აკადემიური კვლევისთვის. ასევე, ის „შებრუნებული საკლასო ოთახებისა“ და „დამატებითი სწავლების“ მეთოდების დანერგვისთვის საჭირო რესურსებს გვაწვდის, რაც ზოგადად ინდუსტრიასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში წვლილის შეტანის საშუალებას გვაძლევს.
ამ პარტნიორობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ალტე უნივერსიტეტში სკოლებსა და სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ინსტრუმენტებსა და ცოდნაზე, რაც დაგვეხმარება, რომ შევქმნათ ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.