ალტე უნივერსიტეტი კვლევის შეფასების განვითარების კოალიციის (CoARA) წევრი და კვლევების შეფასების რეფორმის შესახებ შეთანხმების ხელმომწერი გახდა.
CoARA-ს გლობალური ქსელი 700-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და ხელს უწყობს საერთო პროგრესს, მდგრადი და ინოვაციური კვლევითი ეკოსისტემის განვითარებას.
კოალიციის მიზანია კვლევების, მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასების სისტემების რეფორმა, რაც ითვალისწინებს შეფასების პროცესში მრავალფეროვანი შედეგების, პრაქტიკებისა და აქტივობების აღიარებას, რომლებიც კვლევის ხარისხსა და გავლენას განაპირობებს.
CoARA-ის წევრობა ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს გლობალური ქსელის ნაწილი, გააძლიეროს კავშირები მსოფლიოს წამყვან აკადემიურ/კვლევით ინსტიტუტებთან და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკები.

